Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში

ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლამდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ხელშეკრულებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამავდროულად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სამუშაოს შესრულება ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის და ეს მოითხოვს მრავალი წლის შრომას.

წიგნის დასაწყისშივე და უკანა გარეკანზე წიგნს და მის ავტორს მაღალ შეფასებებს აძლევენ ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები:

-კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი;

-ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი ფრედერიკ სტარი;

-ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს ასლუნდი;

-აშშ-ის მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი კეის კრეინი;

-აშშ-ის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი პოლ გობლი;

-ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი პოლ ჰეა;

-მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი;

-ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ნეილ მაკფარლეინი;

-ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი თომას საიმონსი;

-გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი ბენ სლეი.

 

წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ამაზონის პლატფორმაზე:

https://www.amazon.com/gp/product/1663207623?ref=em_1p_0_im&ref_=pe_2313400_565753830